„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.114.016436
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2020 წლის 22 ივლისი

დაბა ჩოხატაური

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N31 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 28/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.114.016357) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 

ა) დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს „ბ.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ე“ ქვეპუნქტი:

„ბ.ე) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობასა და დებულების პროექტს;“;

ბ) დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის  „დ.ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.მ“ ქვეპუნქტი:

„დ.მ) ახორციელებს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;“.

გ) დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ე.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებსა და პროექტებს;“.

დ) დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ფუნქციებია: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური რესურსების მობილიზება; მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით პროგრამების მომზადება და განხორციელება; ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფა; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა; სოციალური მონიტორინგის წარმოება, რისთვისაც უნდა მოიპოვონ, დაამუშავონ და გააანალიზონ  მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, აღრიცხონ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და შეიმუშავონ სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამები; კომპეტენციის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სოციალურად დაუცველი პირებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებებსა და შეღავათებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა; კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელება.“. 

ე) დებულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მერიის ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციებია: მშენებლობის და არქიტექტურული საქმიანობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე ზედამხედველობა; არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობისთვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა;  კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კონტროლის განხორციელება კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და დასუფთავების ღონისძიებათა  შესრულებაზე; მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა საქმისწარმოება და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;“.

ვ) დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი და ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი

1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი არის საჯარო მოსამსახურე, რომლის სამსახურში მიღებაზე და სამსახურიდან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე.

2. მერის წარმომადგენელი ამ მუხლით განსაზღვრულ და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მინიჭებულ უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში და მისი უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს მერის უფლებამოსილების ვადას.

3. მერის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი და ბლანკი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის აღნიშვნით.

4. მერის წარმომადგენელი:

ა) აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

გ) დადგენილი წესით უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულისათვის მიკუთვნებული ფუნქციების განხორციელებისას საქმიწარმოებას;

დ) ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტებისა და ცნობის გაცემისათვის საჭირო  დოკუმენტაციის  საფუძველზე, ამ მუხლით და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გასცემს შესაბამის ცნობებს, გარდა დაბა ბახმაროს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა;

ე) გასცემს შუამდგომლობებს;

ვ) თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე,  დაბადების რეგისტრაციის თაობაზე მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს,  დაბადების თაობაზე  შეტყობიდან 1 თვის ვადაში;

ზ) პირის გარდაცვალების შემთხვევაში, პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობინებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში,  საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღრული წესის შესაბამისად, ადგენს ოქმს პირის გარდაცვალების შესახებ და მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე, ასევე, თუ არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, ახორციელებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე ოქმის შედგენის გარეშე შეტყობინებას;

თ) უზრუნველყოფს „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ - საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის  №46 დადგენილების შესაბამისად ცნობების გაცემას, გარდა დაბა ბახმაროს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა;

ი) უზრუნველყოფს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირებისთვის ქმედითი დახმარების გაწევას, რაც მოიცავს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების მოკვლევისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისთვის ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებას;

კ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისი ფუნქციების შესრულებას.

5. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ განსახორციელებელი უფლებამოსილებების დეტალურ აღწერას შეიცავს მასთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება.

6. ადმინისტრაციული ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

7. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

8. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი, რომელიც მერის წარმომადგენელთან ერთად შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახორციელებს უფლებამოსილებას, სამსახურში მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე.

9. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირის უფლებამოსილება განისაზღვრება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.“.

ზ) დებულების მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.

თ) დებულების მე-15 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი, რომლებიც ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მინიჭებულ უფლებამოსილებას ახორციელებენ  შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე