„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
470010000.32.057.016366
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/11/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №9

2022 წლის 14 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებასა და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (www.matsne.gov.ge, 16/05/2013, 470010000.32.057.016121) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 65 (სამოცდახუთი) საშტატო ერთეულით“.

2. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი;

გ) სოციალური დაცვის დეპარტამენტი;

დ) დევნილთა საქმეების დეპარტამენტი;

ე) სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტი;

ვ) მონიტორინგის დეპარტამენტი;

ზ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

თ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი;

ი) ფინანსური მართვისა და ანალიზის დეპარტამენტი;

კ) იურიდიული დეპარტამენტი.“.

3. დებულების მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მართვა;“.

4. დებულების მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი  ამოღებულ იქნეს.

5. დებულების მე-8 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სოციალური დაცვის და სამედიცინო-პროფილაქტიკური პროგრამების მართვა;“.

6. დებულების მე-91 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიით დაზარალებულ, სტიქიით დაზარალებულ ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებულ (ეკომიგრანტი), სტიქიით დაზარალებულ არაეკომიგრანტ და ხანძრით დაზარალებულ ოჯახთა  დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზების, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა;“.

7. დებულების 91 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი  ამოღებულ იქნეს.

8. დებულების 91 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებულთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი და მის საფუძველზე, დაზარალებულთა უფლებების დაცვის მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;“.

9. დებულების მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 10მუხლი:

„მუხლი 101. მონიტორინგის დეპარტამენტი

მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სამინისტროს პროგრამების განხორციელებაზე კონტროლი;

ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების შედეგების მონიტორინგი;

გ) პროგრამების მონიტორინგის შედეგებზე შესაბამისი აქტების შედგენა/გაფორმება;

დ) პროგრამების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიით დაზარალებულ, სტიქიით დაზარალებულ ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებულ (ეკომიგრანტი), სტიქიით დაზარალებულ არაეკომიგრანტ და ხანძრით დაზარალებულ ოჯახთა  სოციალურ-ეკონომიკური, მათ შორის საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესწავლა/მონიტორინგი;

ვ) სამინისტროს პროგრამების, პროგრამებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა;

თ) მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებით დაინტერესებულ საჯარო და კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში ხელშეწყობა;

ი) მოქალაქეთა მიღება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;

კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების  განხორციელება.“.

11. დებულების მე-12 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი  ამოღებულ იქნეს.

12. დებულების მე-12 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, მატერიალური წახალისებისა და სხვა გასაცემი თანხების აღრიცხვა და გაცემა;“.

13. დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

მუხლი 13. ფინანსური მართვისა და ანალიზის დეპარტამენტი

ფინანსური მართვისა და ანალიზის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;

ბ) სამინისტროს სისტემის წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტის პროექტის მომზადება, ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია;

გ) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

დ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებსა და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად პროგრამების შემუშავება, ანგარიშის მომზადება და ანალიზი;

ე) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტების შესრულების ანალიზი და ანგარიშგება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებე-ბიდან  წარმოდგენილი პროგრამების განხილვა, მათში ცვლილებების განხორციელება, კონტროლი და ანალიზი;

ზ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა-შეჯერება-კორექტირება;

თ) მართვის უფლებით გადაცემულ სამედიცინო საწარმოებში პარტნიორის უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება, ასევე საწარმოების წესდებითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პარტნიორის უფლებამოსილებებს მიკუთვნებული საკითხების კონტროლი;

ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების  განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე