„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის N2-89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-152
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.032.016113
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-152

2013 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-89 ბრძანებაში (სსმ, 50, 27/04/2009, სარეგისტრაციო კოდი, 010.240.030.22.032.013.023) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. ბრძანების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,“;

გ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანდართული დებულება“.

2. ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდეგში – სამინისტრო) იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი (შემდეგში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს“;

გ) მე-2 მუხლის:
გ.ა) კ1 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ.ბ) დაემატოს „ლ1 და ლ2“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ1) კომპეტენციის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის დარგის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა;

2) მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;“;

დ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;“;

ე) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე(ები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“;

ვ) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია ვიზა დაადოს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს და სხვა დოკუმენტებს;“

ზ) მე-4 მუხლს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველო“.

თ) მე-5 მუხლის:
თ.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას, სახელმწიფო ორგანოებიდან და სხვა დაწესებულებებიდან შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და სათანადო რეაგირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

თ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველო ახორციელებს:

ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფასა და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობების კოორდინაციას;

ბ) სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაციას;

გ) სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას კომპეტენციის ფარგლებში;

დ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და შესრულების მიზნით, ნორმატიული აქტების და მათში შეტანილი ცვლილებების შესწავლას;

ე) სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობის უზრუნველყოფას;

ვ) სხვა უწყებებიდან შემოსული, აგრეთვე, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

ზ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტის ორგანიზებას;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების წარდგენას ნორმატიული აქტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

თ.გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველო ახორციელებს:

ა) წინადადებების წარდგენას სოფლის მეურნეობის დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით;

ბ) ევროკავშირის სოფლის მეურნეობის დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის საქართველოში დანერგვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას ან/და ასეთი აქტების მომზადებაში მონაწილეობასა და ხელშეწყობას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უწყებებიდან შემოსული, აგრეთვე, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან;

დ) მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

ე) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს“.

ი) მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიშალვა ფიფია