„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№09
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016461
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №09

2017 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებით (ვებგვერდი, 24/02/2015 სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016305) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,წ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ე“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) დაცვისა და უსაფრთხოების მთავარი სამმართველო;“.

) ,,მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-6 მუხლის:

ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დაცვისა და უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ფუნქციებია:

ა) მინისტრისა და მინისტრის მიერ განსაზღვრულ პირთა დაცვისა და პირადი უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის თავდაცვის სისტემის მაღალი რანგის თანამდებობის პირთა დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა, შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობით;

გ) დაცვის და უსაფრთხოების ღონისძიებების წარმატებით განსახორციელებლად, დასაცავ პირთა გადაადგილების მარშუტებზე, მონახულების ობიექტებსა და გასამგზავრებელ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მოძიება და შესწავლა;

დ) სამინისტროს, გენერალური შტაბისა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს ადმინისტრაციულ შენობებში, აგრეთვე სამინისტროს იურიდიულ მისამართზე მდებარე ტერიტორიაზე სამინისტროს მოსამსახურეებისა და ვიზიტორების დაშვების რეჟიმის განხორციელება/კონტროლი;

ე) სამინისტროს,  გენერალური შტაბისა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს ადმინისტრაციულ შენობებში, აგრეთვე სამინისტროს იურიდიულ მისამართზე მდებარე ტერიტორიაზე და მათზე განლაგებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე დაცვის ღონისძიებების განხორციელება და საყარაულო წესდების შესრულება;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მთავარ სამმართველოზე რიცხული შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის, აგრეთვე საინჟინრო და სამხედრო ტექნიკური ქონების აღრიცხვა, შენახვა,  მიღება და გაცემა;

ზ) საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება.

5. ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს  ფუნქციებია:

ა) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სპეციალური საშუალებებისა და სპეციალიზებული ქვედანაყოფების გამოყენებით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, ინფორმაციის დამუშავება და შეფასება;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება;

გ) სამინისტროსა და გენერალური შტაბის დისლოკაციის ტერიტორიაზე ვიდეოკონტროლის განხორციელება და ვიდეოკონტროლის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა.“;

ბ) მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 8 თებერვლიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია