„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№100
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017428
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №100

2023 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2015, 140130000.22.034.016483) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ექსპერტიზის მთავარი სამმართველო;“;

) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8

1. ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების მიმართვის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლის საქმეებსა და სხვა საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების განხორციელება, საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად ექსპერტიზის ჩატარება, შესაბამისი დასკვნებისა და აქტების გაცემა;

ბ) დანაშაულის კვალის და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, დაფიქსირების, ამოღებისა და მათი შემდგომი გამოკვლევის მიზნით შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ასევე სხვა საგამოძიებო მოქმედებებსა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობა;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით პიროვნებათა დაქტილოსკოპირება და ფოტოგადაღების წარმოება;

დ) დაქტილოსკოპიურ, ბალისტიკურ, ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა აღრიცხვა და ბაზების წარმოება;

ე) პირის იდენტიფიცირების მიზნით პენიტენციური დაწესებულებებიდან, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფებიდან დაქტილოსკოპიური ბარათების დაქტილოსკოპიურ მონაცემთა მიღება, დამუშავება და ბაზაში განთავსება/აღრიცხვა;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოლოგიური გამოკვლევისა და ექსპერტიზის განხორციელება, შესაბამისი დასკვნის გაცემა;

ზ) ნარკოლოგიური გამოკვლევისა და ექსპერტიზის განხორციელების პროცესში მიღებული ბიოლოგიური მასალის დალუქვა-შენახვის უზრუნველყოფა;

თ) გაწეული საქმიანობის სტატისტიკის წარმოება;

ი) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

2. ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობისას) წინაშე.“.

3. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური