„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №48 |
|
2020 წლის 1 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2015, 140130000.22.034.016483) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჭიროების შემთხვევაში სათანადო წესით გადმოცემული სისხლის სამართლის საქმეებზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიღება, აღრიცხვა, შენახვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი პირისთვის/ორგანოსთვის გადაცემა ან განადგურება;“. 2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საქმისწარმოებისა და ნივთიერ მტკიცებულებათა ბრუნვის სამმართველო;“. 3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქმისწარმოების უზრუნველყოფა, შემოსული, მომზადებული და გასული დოკუმენტების რეგისტრაცია; საარქივო მასალების შენახვა, სისტემატიზაცია და დადგენილი წესით განადგურება; ნივთიერი მტკიცებულებების შენახვა, აღრიცხვა და გაცემა; გაწეული საქმიანობის სტატისტიკის წარმოება;“. 4. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჭიროების შემთხვევაში სათანადო წესით გადმოცემული სისხლის სამართლის საქმეებზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიღება, აღრიცხვა, შენახვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი პირისთვის/ორგანოსთვის გადაცემა ან განადგურება;“. 5. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14 1. საქმისწარმოებისა და ნივთიერ მტკიცებულებათა ბრუნვის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) დეპარტამენტში შემოსული დოკუმენტებისა და ნივთიერი მტკიცებულებების აღრიცხვა; დეპარტამენტის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნა; დეპარტამენტში შემოსული, მომზადებული და გასული დოკუმენტების რეგისტრაცია; დეპარტამენტის საარქივო მასალის შენახვა, სისტემატიზაცია და დადგენილი წესით განადგურება; ბ) დეპარტამენტში დანიშნული და შესრულებული ექსპერტიზების, გამოკვლევების, მათზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების შენახვა, სისტემატიზაცია და გაცემა, გარდა ამ დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; გ) სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჭიროების შემთხვევაში სათანადო წესით გადმოცემული სისხლის სამართლის საქმეებზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიღება, აღრიცხვა, შენახვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი პირისთვის/ორგანოსთვის გადაცემა ან განადგურება. 2. საქმისწარმოებისა და ნივთიერ მტკიცებულებათა ბრუნვის სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.“. |
| მუხლი 2 |
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა, ტერიტორიულმა ორგანოებმა, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე, სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტთან (შემდგომ – დეპარტამენტი) წინასწარი შეთანხმებით, 2021 წლის პირველ სექტემბრამდე უზრუნველყონ ამ ბრძანების ამოქმედების დროისათვის დასრულებული სისხლის სამართლის საქმეებზე არსებული/შენახული ცალკეული ნივთიერი მტკიცებულებების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დეპარტამენტისთვის გადაცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა 2020 წლის პირველ სექტემბრამდე დეპარტამენტთან შეთანხმებით უზრუნველყონ ნივთიერი მტკიცებულებების გადაცემის გრაფიკის შემუშავება და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის წარდგენა.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.05.2020.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.05.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №48. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.016980.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.05.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №48, 01.05.2020, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016980 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4862328/