„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№96
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.034.017026
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №96

2020 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №24 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28.02.2018; 040030000.22.034.016716) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს ფუნქციებია:

ა) იარაღის რეგისტრაცია, იარაღის ხელახალი რეგისტრაცია და იარაღის ჩამოწერა;

ბ) იარაღის ძირითადი ელემენტებისა და იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტების რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია და ჩამოწერა;

გ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა, იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა, იარაღის ბალისტიკური შემოწმება და იარაღის რეესტრის წარმოება;

დ) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა;

ე) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;

ვ) იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა იმ პირზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება;

ზ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;

თ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;

ი) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაცია;

კ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაცია;

ლ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაცია;

მ) ფიზიკურ პირზე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარების უფლებით რეგისტრაცია;

ნ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში იარაღის შეძენის ან/და საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;

ო) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;

პ) შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა;

ჟ) ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა;

რ) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა;

ს) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა;

ტ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობისა და იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა;

უ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სამოქალაქო თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით გამოცდის ჩატარება;

ფ) დეკლარანტის თხოვნით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის (შემდგომ – შემოსავლების სამსახური) მიწოდება;

ქ) სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების რეგისტრაცია და აღრიცხვიდან მოხსნა, რეგისტრაციის მოწმობის, რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის/ნიშნების), ტექნიკური ტალონის, სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნის (ტრანზიტული ნომერი, შიდა ტრანზიტი, „TEST“ ნომერი, აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი, დროებითი მოწმობა და ა. შ.) დამზადება/გაცემა;

ღ) სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება;

ყ) სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება, საექსპერტო შემოწმების შედეგად შესაბამისი აქტის შედგენა;

შ) სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება, დათვალიერების აქტის შედგენა;

ჩ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა, საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება/გაცემა, სააღრიცხვო ნომრის მინიჭება;

ც) უფლების გადაცემის ბარათის გაცემა;

ძ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა;

წ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღის, სატრანსპორტო საშუალებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა;

ჭ) სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია, გირავნობის მოწმობის გაცემა, ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია;

ხ) ლიზინგის რეგისტრაცია; ლიზინგის მოწმობის გაცემა;

ჯ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა, აღნიშნული რეგისტრაციის/აღრიცხვის გაუქმება;

ჰ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება, შეჩერება ან შეწყვეტა (გაუქმება), შეჩერებული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა;

1) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის დამზადება/გაცემა;

2) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა;

3) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;

4) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემა;

5) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა;

6) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა;

7) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემა;

8) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;

9) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა;

10) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია, აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის უცხოურ ენაზე თარგმნა;

11) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან რეგისტრაციის მოწმობის გაცემა (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე;

12) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ელექტრონული, ვიდეო-, აუდიო- ან/და მატერიალური სასწავლო (შემსწავლელი) ან საგანმანათლებლო ლიტერატურის (ან სხვა სახის გამოცემის) შექმნა, გავრცელება (მათ შორის, სპეციალურ ვებგვერდზე განთავსებით) ან/და რეალიზაცია;

13) სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებ(ებ)ის განხორციელება;

14) სააგენტოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ(ებ)ის ფუნქციონირებისა და განვითარების ხელშეწყობა;

15) სააგენტოს მიერ საკუთარი სახელისა და საქმიანობის რეკლამირება;

16) სპორტის ცალკეული სახეობების განვითარებისათვის ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის გაწევა;

17) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;

18) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მართავს სააგენტოს, მოქმედებს სააგენტოს სახელით და წარმოადგენს მას სხვა საჯარო დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს სახელით;“;

ა.ბ) „ზ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ1) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს ანიჭებს წარმომადგენლობის უფლებამოსილებას იმოქმედონ სააგენტოს სახელით სხვა საჯარო დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;“;

ა.გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;”;

ა.დ) „ი1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი2“ და „ი3“ ქვეპუნქტები:

„ი2) ქმნის მუდმივ ან დროებით კომისიებს, მათ შორის, რეორგანიზაციის ან სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის უზრუნველყოფის მიზნით და განსაზღვრავს მათი შექმნის, საქმიანობისა და უფლებამოსილების განხორციელების წესს;“;

3) ამტკიცებს ამ პუნქტის ი2 ქვეპუნქტით განსაზღვრული კომისიის მიერ რეორგანიზაციისას გასათავისუფლებელ მოსამსახურეთა იდენტიფიცირების წესს;“

ა.ე) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მინისტრთან ან კურატორი მინისტრის მოადგილესთან (არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დირექტორს ყავს სამი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს, კადრების განკარგულებაში აჰყავს და თანამდებობიდან ითხოვს/ათავისუფლებს დირექტორი.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტო წარმოადგენს ერთიან სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას ამ მუხლით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

2. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი):

ა.ა) მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო:

ა.ა.ა) სატელეფონო კონსულტაციის სამსახური;

ა.ა.ბ) საინფორმაციო სამსახური;

ა.ბ) შიდა უსაფრთხოების და ოპერატიული სანომრე ნიშნების სამმართველო:

ა.ბ.ა) შიდა უსაფრთხოების სამსახური:

ა.ბ.ა.ა) I ჯგუფი;

ა.ბ.ა.ბ) II ჯგუფი;

ა.ბ.ბ) ოპერატიული სანომრე ნიშნების აღრიცხვის სამსახური;

ა.გ) საქმისწარმოების სამსახური;

ა.დ) მონაცემთა დამუშავების ჯგუფი;

ბ) რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტი:

ბ.ა) სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამმართველო:

ბ.ა.ა) ექსპორტის, რეექსპორტისა და პირველადი რეგისტრაციის სამსახური;

ბ.ა.ბ) სარეგისტრაციო სამსახური;

ბ.ა.გ) საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ჯგუფი;

ბ.ა.დ) იარაღის რეგისტრაციის, ნებართვებისა და ცნობების სამსახური;

ბ.ა.ე) სარეგისტრაციო ნიშნების გაცემის სამსახური;

ბ.ბ) საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველო:

ბ.ბ.ა) თეორიული გამოცდის განყოფილება;

ბ.ბ.ბ) პრაქტიკული გამოცდის სამსახური;

ბ.გ) საექსპერტო შემოწმების და დათვალიერების სამმართველო:

ბ.გ.ა) დათვალიერების განყოფილება;

გ) რეგიონალური დეპარტამენტი:

გ.ა) თბილისის სამმართველო:

გ.ა.ა) სარეგისტრაციო და საექსპერტო უზრუნველყოფის სამსახური:

გ.ა.ა.ა) სარეგისტრაციო განყოფილება;

გ.ა.ა.ბ) საექსპერტო შემოწმების და დათვალიერების განყოფილება;

გ.ა.ბ) საცნობარო სამსახური;

გ.ა.გ) მართვის მოწმობების განყოფილება;

გ.ა.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალების ნებართვების სამსახური;

გ.ბ) გორის სამსახური:

გ.ბ.ა) ხეითის ჯგუფი;

გ.გ) თელავის სამსახური;

გ.დ) ახალციხე-ახალქალაქის სამსახური;

გ.ე) ქუთაისის სამსახური;

გ.ვ) საჩხერე-ამბროლაურის სამსახური;

გ.ზ) ფოთის სამსახური;

გ.თ) ზუგდიდის სამსახური;

გ.ი) ბათუმის სამსახური;

გ.კ) ოზურგეთის სამსახური;

დ) ეკონომიკური და ლოგისტიკის დეპარტამენტი:

დ.ა) საფინანსო სამსახური;

დ.ბ) შესყიდვების სამსახური;

დ.გ) ლოგისტიკის სამმართველო:

დ.გ.ა) მომარაგების და საწყობის სამსახური;

დ.გ.ბ) ქონების მართვის და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება;

დ.გ.გ) ტრანსპორტის სამსახური;

დ.გ.დ) შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის სამსახური;

ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი:

ე.ა) პროგრამული უზრუნველყოფისა და განვითარების სამმართველო;

ე.ბ) ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური;

ე.გ) საგამოცდო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური;

ვ) იურიდიული სამმართველო:

ვ.ა) სასამართლოებთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედების სამსახური;

ვ.ბ) სამართლებრივი შეზღუდვების სამსახური;

ზ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

თ) ინსპექტირების სამმართველო;

ი) შიდა აუდიტის სამმართველო;

კ) ლეგალიზაციის და აპოსტილის სამსახური.“.

4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ფუნქციები

ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ფუნქციებია:

ა) სააგენტოს მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება;

ბ) სააგენტოს  ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების მართვა;

გ) სააგენტოს საქმიანობისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

დ) სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან კოორდინაციით საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა;

ე) სააგენტოს ცნობადობის ამაღლებისათვის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;

ვ) ცხელი ხაზის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება;

თ) სააგენტოს მიერ მიღებული განაცხადების საფუძველზე სამინისტროში არსებული ინფორმაციის დამუშავება;

ი) დირექტორის ბრძანებით, განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში დღე-ღამის განმავლობაში სააგენტოს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული მატერიალური ფასეულობების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;

კ) დირექტორის ბრძანებით, განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში წესრიგის დაცვა;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიული დანიშნულების სახელმწიფო სანომრე ნიშნების აღრიცხვა და გაცემა;

მ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქმისწარმოების ორგანიზება; შემოსული საიდუმლო (საიდუმლო დოკუმენტაციის საკანცელარიო ჟურნალში აღრიცხვა) და არასაიდუმლო დოკუმენტაციის მიღება და აღრიცხვა;

ნ) დოკუმენტების დადგენილი წესით დაარქივება;

ო) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის ფუნქციები

რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) იარაღის რეგისტრაცია, იარაღის ხელახალი რეგისტრაცია და იარაღის ჩამოწერა;

ბ) იარაღის ძირითადი ელემენტებისა და იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტების რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია და ჩამოწერა;

გ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა, იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა, იარაღის ბალისტიკური შემოწმება და იარაღის რეესტრის წარმოება;

დ) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა;

ე) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;

ვ) იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა იმ პირზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება;

ზ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;

თ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;

ი) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაცია;

კ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაცია;

ლ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაცია;

მ) ფიზიკურ პირზე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარების უფლებით რეგისტრაცია;

ნ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში იარაღის შეძენის ან/და საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;

ო) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;

პ) შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა;

ჟ) ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა;

რ) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა;

ს) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა;

ტ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობისა და იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა;

უ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სამოქალაქო თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით გამოცდის ჩატარება;

ფ) დეკლარანტის თხოვნით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის (შემდგომ – შემოსავლების სამსახური) მიწოდება;

ქ) სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების რეგისტრაცია და აღრიცხვიდან მოხსნა, რეგისტრაციის მოწმობის, რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის/ნიშნების), ტექნიკური ტალონის, სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნის (ტრანზიტული ნომერი, შიდა ტრანზიტი, „TEST“ ნომერი, აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი, დროებითი მოწმობა და ა. შ.) დამზადება/გაცემა;

ღ) სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება;

ყ) სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება, საექსპერტო შემოწმების შედეგად შესაბამისი აქტის შედგენა;

შ) სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება, დათვალიერების აქტის შედგენა;

ჩ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა, საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება/გაცემა, სააღრიცხვო ნომრის მინიჭება;

ც) უფლების გადაცემის ბარათის გაცემა;

ძ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა;

წ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღის, სატრანსპორტო საშუალებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა;

ჭ) სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია, გირავნობის მოწმობის გაცემა, ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია;

ხ) ლიზინგის რეგისტრაცია; ლიზინგის მოწმობის გაცემა;

ჯ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა, აღნიშნული რეგისტრაციის/აღრიცხვის გაუქმება;

ჰ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება, შეჩერება ან შეწყვეტა (გაუქმება), შეჩერებული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა;

1) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის დამზადება/გაცემა;

2) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა;;

3) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;

4) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემა;

5) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა;

6) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა;

7) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემა;

8) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;

9) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა;

10) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან რეგისტრაციის მოწმობის გაცემა (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე;

11) დამუშავებული სარეგისტრაციო მონაცემების შინაარსობრივ დახარისხებას და ასახული ინფორმაციის დაარქივება;

12) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

6. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. რეგიონალური დეპარტამენტის ფუნქციები

რეგიონალური დეპარტამენტის ფუნქციებია:

11) დამუშავებული სარეგისტრაციო მონაცემების შინაარსობრივ დახარისხება და საარქივო დოკუმენტაციის მომზადება;

12) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

7. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს;

8. მე-10 მუხლის:

ა) „ჰ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ6) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“;

ბ) „ჰ7“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს;

10. მე-12 მუხლის:

ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“;

ბ) „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

11. მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „121 -122“ მუხლები:

„მუხლი 121. იურიდიული სამმართველოს ფუნქციები

იურიდიული სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; მიღებული სამართლებრივი აქტების შესახებ სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება; საჭიროებისამებრ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით სააგენტოს მოსამსახურეებისთვის ტრენინგების ჩატარება ან/და კონსულტაციების გაწევა; სხვა უწყებების მიერ შემუშავებული  და სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა, შესაბამისი დასკვნების მომზადება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;

გ) სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების შემუშავება ან/და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;

დ) განცხადებებსა და ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა; სააგენტოში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების  სამართლებრივი ანალიზი და მის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან აგრეთვე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში, სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; სააგენტოში შემოსული და სააგენტოს მონაწილეობით წარმოებული სასამართლო დავების  სამართლებრივი ანალიზი და მის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით სააგენტოში დაცული საჯარო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;  საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, საინფორმაციო მომსახურების გაუმჯობესების, ინფორმაციის მიწოდების საშუალებების დახვეწის და განვითარების მიზნით ნორმატიული თუ ტექნიკური ხასიათის წინადადებების შემუშავება; მოქალაქეებისა და სააგენტოს დანაყოფებისათვის საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული კონსულტაცეიბის გაწევა;

ზ) პერსონალურ მონაცემთა გაცემასთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა/მომზადება; სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულებისათვის პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული კონსულტაციების მიცემა და საჭიროების შემთხვევაში ტრენინგების ჩატარება; სააგენტოს მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების  მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; პერსონალურ მონაცემთა დაცვზე ზედამხედველი ორგანოსთან სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

თ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკვშირებული საკითხებზე სტრუქტურული ერთეულებისათვის/თანამშრომლებისათვის, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, ასევე სხვა საჯარო დაწესებულებებისათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა; კონსულტაციების გაწევისას წამოჭრილი საკითხების სამართლებრივი ანალიზი,  სამართლებრივი ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მათ აღმოსაფხვრელად  შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე უფლებრივი შეზღუდვის (ყადაღის, განკარგვის უფლების შეზღუდვის ან სხვა აკრძალვის) შესახებ ინფორმაციის აღიცხვა/რეგისტრაცია და სისტემატიზაცია; სააგენტოში აღრიცხული/რეგისტრირებული უფლებრივი შეზღუდვების თაობაზე უფლებამოსილი პირების ინფორმირება; უფლებრივ შეზღუდვასთან დაკავშირებული დაინტერესებული პირების განცხადებების განხილვას და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება;

კ) სააგენტოში სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ შემოსული ინფორმაციის სისტემატიზაცია და რეგისტრაცია;

ლ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 122. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ფუნქციები

ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება და მართვა;

ბ) სააგენტოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების დაგეგმვა და ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) სააგენტოში მისაღები/დასანიშნი კანდიდატების შერჩევა და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი შემოწმება;

დ) სააგენტოს მოსამსახურეთა მომზადება/გადამზადების უზრუნველყოფა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს შრომის შინაგანაწესის პროექტზე წინადადებების შემუშავება და სააგენტოს შესაბამის სტრუქტურული ერთეულისთვის წარდგენა;

ზ) სამუშაო აღწერილობების/თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება/განახლება;

თ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ბრძანებების (მოსამსახურეთა მიღების, თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალურ წოდებათა მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებისა და გათავისუფლების შესახებ), ასევე შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;

ი) სააგენტოს მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლა, პირადი საქმეების აღრიცხვა და დამუშავება, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა;

კ) სააგენტოდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მასალების მომზადება;

მ) პირადობის (სამსახურებრივი) მოწმობებისა და დროებითი საშვების დამზადება/გაცემა, აღრიცხვა, ჩამოწერა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება;

ნ) სააგენტოს მოსამსახურეთა სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის ორგანიზება;

ო) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

12. დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

„მუხლი 141. ლეგალიზაციის და აპოსტილის სამსახურის ფუნქციები

ლეგალიზაციის და აპოსტილის სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ მომზადებული/გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია;

ბ) ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის უცხოურ ენაზე თარგმნა;

გ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

13. მე-15 და მე-16 მუხლები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2020 წლის 1 აგვისტოდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური