„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№104
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016450
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №104

2016 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 



მუხლი 1
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებით (ვებგვერდი, 24/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016305) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საგანგებო დავალებების შემთხვევაში, სამხედრო ობიექტების და კანონმდებლობით დადგენილი წესით – სტრატეგიული დანიშნულების სამოქალაქო ობიექტების უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;“.

2. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ნ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ნ) საპატრულო ღონისძიებათა კოორდინაციის სამმართველო.“.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“-„რ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-6 მუხლს დაემატოს მე-12 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„12. საპატრულო ღონისძიებათა კოორდინაციის სამმართველოს ფუნქციებია:    

ა) სამხედრო პოლიციის საპატრულო ქვედანაყოფების მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება;

ბ) საპატრულო ქვედანაყოფების მიერ პატრულირების განხორციელების და სამხედრო ობიექტებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირების ხარისხის შემოწმება, შედეგების დასკვნის სახით ჩამოყალიბება  და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

გ) საპატრულო ქვედანაყოფების მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების ფაქტების შეჯამება, სათანადო ინფორმაციის მომზადება, ასევე საპატრულო ქვედანაყოფების მიერ გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა შესახებ მონაცემების მიღება და მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მონიტორინგი;

დ) საპატრულო ქვედანაყოფების მიერ განსახორციელებელი საპატრულო ღონისძიებების კოორდინაცია, აგრეთვე მათთვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარებების გაწევა;

ე) საპატრულო ღონისძიებების  სრულყოფილად  განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების  გამოვლენა  და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.12.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.12.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №104. სარეგისტრაციო კოდი — 120010000.22.026.016450.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.12.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №104, 19.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016450 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3485478/