1. მსჯავრდებული აკადემიურ უმაღლეს განათლებას იღებს:
ა) კორესპონდენციული სწავლების ფორმით;
ბ) ციფრული სწავლების ფორმით.
2. მსჯავრდებული ციფრული სწავლების უფლებით სარგებლობს ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული სწავლის სფეროების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზე და, საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის მიღწევის შემთხვევაში, მას ენიჭება კვალიფიკაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. მსჯავრდებული კორესპონდენციული სწავლების ფორმით აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უფლებით სარგებლობს საქართველოში არსებული სწავლის სფეროების შესაბამისად კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, ამ წესით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.
4. მსჯავრდებულისათვის კორესპონდენციული სწავლების დროს შესაბამისი სწავლის სფეროების მიხედვით სწავლების შესაძლებლობას, სწავლების გონივრულ მოცულობასა და კვალიფიკაციის მინიჭების შესაძლებლობას განსაზღვრავს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებ