1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მსჯავრდებულთა აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების მიზნით:
ა) უზრუნველყოფს მსჯავრდებულის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვისა და სტუდენტის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მსჯავრდებულისათვის ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს;
გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტისათვის ინფორმაციის წერილობით მიწოდებას მსჯავრდებულის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის, სტუდენტის სტატუსის ცვლილებისა და საკონტაქტო პირის განსაზღვრის თაობაზე;
დ) პენიტენციურ დაწესებულებასთან ურთიერთობის მიზნით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის წარმომადგენელს – საკონტაქტო პირს, რომლის შესახებაც დეპარტამენტს აწვდის წერილობით ინფორმაციას;
ე) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მსჯავრდებულისათვის ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შედგენას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურს აწვდის შესაბამის სასწავლო მასალას; საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტ მსჯავრდებულს სასწავლო მასალით უზრუნველყოფს მატერიალური სახით;
ზ) განსაზღვრავს სწავლის პროცესში მსჯავრდებულისათვის შესაბამის დავალებებსა და სილაბუსის მიხედვით სასწავლო მასალაში კონკრეტულ მითითებებს; საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ინდივიდუალური პროგრამის შედგენასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურისათვის მიწოდებას;
თ) უზრუნველყოფს მსჯავრდებულის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის თითოეული კომპონენტის ფარგლებში ინფორმირებულობას როგორც შეფასების სისტემის, ისე მიღწეული შედეგების შესახებ;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს მსჯავრდებულთან აკადემიური პერსონალის ვიზიტს;
კ) მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის მიღწევის შემთხვევაში, ანიჭებს მას კვალიფიკაციას და გასცემს დიპლომს;
ლ) შუალედურ და დასკვნით შეფასებასთან დაკავშირებით დეპარტამენტს არანაკლებ 5 სამუშაო დღისა წერილობით აწვდის ინფორმაციას გამოცდების განრიგისა და საგამოცდო პორტალზე დაშვების უზრუნველყოფის შესახებ;
მ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
2. თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სურს საგანმანათლებლო პროგრამაზე მსჯავრდებულ აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა (შემდგომ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) აცნობოს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაში განხორციელებული ცვლილების შესახებ. აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების განხორციელებამ არ უნდა გამოიწვიოს საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგებისა და მისანიჭებელი კვალიფიკაციის ცვლილებ