1. მსჯავრდებულისა და აკადემიური პერსონალის კავშირი შესაძლებელია:

ა) პენიტენციურ დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით შეხვედრის გზით;

ბ) სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, პირდაპირი ტელეხიდის გზით;

გ) წერილობითი ფორმით, ფოსტის ან/და საკონტაქტო პირის შუამავლობით – ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

დ) მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის ან/და პენიტენციური დაწესებულებიდან ხანმოკლე გასვლის უფლებით კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობის შემთხვევაში.

2. აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების დაწყებამდე, ასევე, საჭიროებისამებრ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და დეპარტამენტს შორის ურთიერთშეთანხმების გზით განისაზღვრება მსჯავრდებულისა და აკადემიური პერსონალის შეხვედრის განრიგი. დეპარტამენტი ვალდებულია, განრიგი შეხვედრამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე აცნობოს სამსახურის პენიტენციურ დეპარტამენტს. პენიტენციურ დაწესებულებაში აკადემიური პერსონალი დაიშვება კანონმდებლობით დადგენილი წესი