1. საკონტაქტო პირი ვალდებულია, ორგანიზება გაუწიოს მსჯავრდებულის წვდომას ტექნიკურ საშუალებებთან, სასწავლო და საგამოცდო განრიგის შესაბამისად.

2. მსჯავრდებულისათვის უმაღლესი განათლების მიწოდება, აგრეთვე შუალედური შეფასება (ერთჯერადი ან მრავალჯერადი) და დასკვნითი შეფასება ხორციელდება ელექტრონული პლატფორმის საშუალებით.

3. საჭიროების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მსჯავრდებულისათვის შეიძლება შედგეს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა.

4. სწავლების ან გამოცდის ეტაპზე შესაძლოა განხორციელდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის ვიზიტი სტუდენტ მსჯავრდებულთა