1. უნივერსიტეტის სტუდენტი/პროფესიული სტუდენტი არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში კანონით განსაზღვრულ საგანმანათლებლო საფეხურზე.

2. სტუდენტის სტატუსის შეჩერება  ხდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესით.

3. სტუდენტს სტატუსი უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, საგანმანათლებლო პროგრამით/პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობისას ან  სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელებისას. ამ საფუძვლით სტატუსშეწყვეტილი სტუდენტი  სტუდენტის სტატუსს ვერ მოიპოვებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

4. სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის შესაბამისი დოკუმენტებითა და სტუდენტთან გაფორმებული ხელშეკრულებით.
თავი VI
უნივერსიტეტის ბიუჯეტი და ქონება და სახელმწიფო კონტროლ