1. სტუმარი პროფესორი არის მეცნიერი, რომელიც მუდმივად მუშაობს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და სამეცნიერო ცენტრში და მოწვევის შემთხვევაში კითხულობს ლექციებს უნივერსიტეტში სწავლების ამა თუ იმ საფეხურზე და კონსულტაციას უწევს პროფესორებს, დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს მიმდინარე კვლევებში ან/და უშუალოდ მონაწილეობს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.
2. სტუმარი პროფესორის ლექციები უნდა შედიოდეს ფაკულტეტის სასწავლო გეგმაში.
3. სტუმარი პროფესორის სტატუსის მინიჭება ხდება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.
4. სტუმარი პროფესორის ანაზღაურება ხდება ფაკულტეტის ან/და უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან.
5. სტუმარი პროფესორის მოწვევის შესახებ დამატებითი პირობები შეიძლება განსაზღვროს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ და დაამტკიცოს წარმომადგენლობითმა საბჭომ.
6. თუ ფაკულტეტი წლის ბოლომდე ვერ აითვისებს სტუმარი პროფესორებისათვის განსაზღვრულ თანხებს, აუთვისებელი თანხა ბრუნდება უნივერსიტეტის ბიუჯეტში.
7. სტუმარი პროფესორების რაოდენობა არ გაითვალისწინება უნივერსიტეტის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნებისათვი