1. უნივერსიტეტის კვლევითი პერსონალი შედგება მკვლევარებისაგან.
2. მკვლევარების შემადგენლობას მიეკუთვნება მკვლევარი, ასოცირებული მკვლევარი და ასისტენტ მკვლევარი.
3. მკვლევარები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს და თუ ეს შრომითი ხელშეკრულებითაა განსაზღვრული, აგრეთვე მონაწილეობენ სასწავლო პროცესის წარმართვაში.
4. მკვლევარის თანამდებობის დაკავება ხდება აკადემიური საბჭოს ან მის მიერ შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით.
5. მკვლევარის და ასოცირებული მკვლევარის თანამდებობის დაკავება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათაბრებული სამეცნიერო ხარისხ