1. უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით პერსონალს მიეკუთვნება „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევითი პერსონალი. მისი უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით.

2. სამეცნიერო თანამდებობების დაკავების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით.

3. უნივერსიტეტი უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი (მოწვეული მკვლევარი) სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობისათვის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მოწვეულ მეცნიერთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებები