1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი,  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), დეკანი და მათი მოადგილეები, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელი.

2. ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება ხდება „უმაღლესი განათლების შესახებ’’  საქართველოს კანონითა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით.

3. ვიცე-რექტორს და რექტორის სხვა მოადგილეებს ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.

4. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) და დეკანის მოადგილეები თანამდებობაზე ინიშნებიან რექტორის ბრძანებით შესაბამისი მმართველი სუბიექტის წარდგინებით.

5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პერსონალ