1. უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოა „გიორგი ნიკოლაძის მედალი“, უნივერსიტეტის ჯილდოა „საპატიო დიპლომი“.

2. უნივერსიტეტის ჯილდოების მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო.

3. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის წოდება.

4. საპატიო დოქტორის წოდება შეიძლება მიენიჭოს უნივერსიტეტის მიმართ გაწეული განსაკუთრებული ღვაწლის დაფასების მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს, სახელმწიფო ან/და საზოგადო მოღვაწეს, უნივერსიტეტის რექტორის ან/და ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით.

5. ემერიტუსის წოდება შეიძლება მიენიჭოს განსაკუთრებული დამსახურებისათვის პირს, რომელიც უნივერსიტეტში ეწევა ან ეწეოდა ნაყოფიერ სასწავლო-სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას, აგრეთვე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის გამოჩენილ მეცნიერს, სახელმწიფო ან/და საზოგადო მოღვაწეს, უნივერსიტეტის რექტორის, ფაკულტეტის საბჭოს ან/და აკადემიური საბჭოს წევრის წარდგინებით.

6. ემერიტუსის წოდების მქონე პირისათვის ანაზღაურების მიცემის საკითხს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წყვეტს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭ