1. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება.
2. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს, 65 წელს მიღწეულ პროფესორს მიანიჭოს ემერიტუსის წოდება. თუ პირი დანიშნულია აკადემიურ თანამდებობაზე, მას ემერიტუსის წოდება მიენიჭება კადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ.
3.ემერიტუსის წოდების მქონე პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობაში აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.
4. ემერიტუსის წოდების მქონე პირს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში აკადემიური, ადმინისტრაციული ან სხვა სამეცნიერო თანამდებობის დაკავების შემთხვევაში ჩამოერთმევა ემერიტუსის წოდება და შეუწყდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურება.
5. ემერიტუსის წოდების მქონე პირისთვის შესაბამის ფინანსურ სარგოს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭ