1. აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან.

2. პროფესორთა შემადეგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.

3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს.

4. პროფესორის სასწავლო და სამეცნიერო-მეთოდური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

5. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება.

6. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს, 65 წელს მიღწეულ სრულ პროფესორს მიანიჭოს ემერიტუსის წოდება. თუ პირი დანიშნულია აკადემიურ ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, მას ემერიტუსის წოდება მიენიჭება აკადემიურ/ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ.

7. ემერიტუსის წოდების მქონე პირი მონაწილეობს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში აკადემიური ან/და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე.

8. ემერიტუსის წოდების მქონე პირს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო ან კვლევით დაწესებულებაში აკადემიური, ადმინისტრაციული ან სხვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში ჩამოერთმევა ემერიტუსის წოდება.

9. უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის წოდების მინიჭებისა და ემერიტუსის წოდების მქონე პირისთვის ანაზღაურების ოდენობის საკითხს წყვეტს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით.

10. აკადემიურ პერსონალს აკადემიური თანამდებობის დაკავებიდან 1 წლის შემდეგ, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ერთხელ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება არა უმეტეს 6 თვის ვადით. ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების მიცემის წესი განისაზღვრება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.

11. აკადემიური პერსონალის უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით