1. აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად.
2. განცხადება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს იმ კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა. კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას ამტკიცებს აკადემიური საბჭო შესაბამისი აქტით. განცხადების გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობს კანდიდატების რეგისტრაცია.
3. განცხადებების მიღების ვადის დასრულებიდან 10 დღის ვადაში აკადემიური საბჭო აირჩევს კანდიდატურას.
4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურის არ არჩევის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო აცხადებს ხელახალ კონკურსს.
5. კანდიდატურის შერჩევის განმეორებით კონკურსის გამოცხადებისას გამოიყენება ამ თავით დადგენილი ვადებ