1. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს რექტორი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.

2. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

3.წარმომადგენლობითი საბჭო პირველი შეკრებისთანავე ცნობს თავის უფლებამოსილებას .წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

4. წარმომადგენლობითი საბჭო ფარული კენჭისყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სპიკერს. კენჭისყრას ატარებს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.

5. წარმომადგენლობით საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10 პროცენტი, სპიკერის არჩევნებამდე არაუგვიანეს 3 დღისა, უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურას. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს უმეტესი ხმების მქონე ორ პრეტენდენტს შორის ტარდება განმეორებითი არჩევნები. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 7 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. ახალი არჩევნები ტარდება იმავე წესით. წინა არჩევნებში მონაწილე პრეტენდენტები შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ