1. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს რექტორი არა უგვიანეს 5 დღისა არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან.

2. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს ახალარჩეული წევრების უფლებამოსილებას ცნობს საბჭო პირველ სხდომაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

4. წარმომადგენლობითი საბჭო ფარული კენჭისყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სპიკერს. კენჭისყრას ატარებს აკადემიის საარჩევნო კომისია.

5. წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10 პროცენტი, სპიკერის არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა, აკადემიის საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურას. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტ ხმას. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ორზე მეტია და ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს უმეტესი ხმების მქონე ორ კანდიდატებს შორის ტარდება განმეორებითი არჩევნები. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. ახალი არჩევნები ტარდება იმავე წესით. წინა არჩევნებში მონაწილე კანდიდატები შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

6. სპიკერის უფლებამოსილების ვადა წარმოადგენს საბჭოს უფლებამოსილების ვადას.

7. არჩეულ სპიკერს აკადემია არჩევიდან 2 კვირის ვადაში წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარეგისტრაციოდ.

8. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ე) აკადემიის მიერ ზედიზედ 2-ჯერ აკრედიტაციის გაუვლელობის შემთხვევა;

ვ) ამ აკადემიის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება.

9. წარმომადგენლობით საბჭოს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება აკადემიის მიერ ზედიზედ 2-ჯერ აკრედიტაციის გაუვლელობის შემთხვევაშ