1. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტებს ირჩევს ფაკულტეტის სტუდენტების ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა სტუდენტი.
2. აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს ირჩევს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ- პროფესორი.
3. წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევ კანდიდატთა და ამომრჩეველთა რეგისტრაციას ახორციელებს აკადემიის საარჩევნო კომისია, რომელიც უფლებამოსილია ფაკულტეტის საარჩევნო კომისიას დააკისროს რეგისტრაციის ორგანიზაციის უზრუნველყოფა.
4. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 დღის განმავლობაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მიეთითება ის, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი გამოასწოროს 5 დღის ვადაში.
5. კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას აკადემიის საარჩევნო კომისია იღებს 3 დღის განმავლობაშ