1. საერთო სასამართლოს მოსამართლისათვის და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩეული/დანიშნული წევრისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების დროს სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების ნორმების განსაზღვრა ხდება „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ წესის მე-2 მუხლის, მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 პუნქტების, მე-8 პუნქტის პირველი წინადადების, მე-9, მე-10 (გარდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-11, მე-13, მე-14 (გარდა ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-15, მე-16, 23-ე, 24-ე, 27-ე, 28-ე პუნქტებისა და „ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების დროს სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ (დანართი №1) შესაბამისად.
2. ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯები არ ანაზღაურდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინებისას.