2. იმ შემთხვევაში, როდესაც მიმღები მხარე უზრუნველყოფს საერთო სასამართლოს მოსამართლისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩეული/დანიშნული წევრისათვის  მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად დაფარვას, მათ მიეცემათ მხოლოდ ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული დანამატი.

3. მივლინების დამთავრებიდან:

ა) არაუგვიანეს 60 დღისა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებიდან დაბრუნებულმა საერთო სასამართლოს მოსამართლემ და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩეული/დანიშნული წევრისათვის დაწესებულებას უნდა წარუდგინოს მგზავრობისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები, ხოლო ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულმა თანამდებობის პირებმა დაწესებულებას ასევე უნდა წარუდგინონ ამავე მუხლით განსაზღვრული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები;

ბ) არაუგვიანეს 1 თვისა, ქვეყნის შიგნით მივლინებიდან დაბრუნებულმა საერთო სასამართლოს მოსამართლემ და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩეული/დანიშნული წევრისათვის დაწესებულებას უნდა წარუდგინოს მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები.

4. ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს ამავე მუხლით განსაზღვრული ფაქტობრივად გაწეული ხარჯები შესაძლებელია აუნაზღაურდეთ შესაბამისი საბუთების ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენის შემთხვევაში