2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აუნაზღაურდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
დანართი 13
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილება №1/5
2012 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 793 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/205-2007 გადაწყვეტილება.
3. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2012 წლის 26 იანვრიდან.
ვალერი ცერცვაძე
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ