1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კურირებენ დეპარტამენტში მათთვის მიკუთვნებულ სფეროებს. მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით.

4. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბრძანების საფუძველზე ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო მოადგილეების არყოფნისას – დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინები