დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველო:

ა) ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისა და დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტის ფორმირებას, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებში მართლმსაჯულების განხორციელების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სწორ დაგეგმარებას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა გეგმურ განაწილებას, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების მომზადებას, მონაწილეობას იღებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხარჯების გეგმის შედგენაში;

გ) შეიმუშავებს საერთო სასამართლოებისათვის საბიუჯეტო პოლიტიკისა და საბიუჯეტო პროცესის მართვის ძირითად პრინციპებს;

დ) დადგენილი წესით აღრიცხავს საერთო სასამართლოებისათვის გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებს;

ე) ახორციელებს სხვა შესაბამის ღონისძიებებს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განსამტკიცებლა