1. დეპარტამენტი სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად უზრუნველყოფს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

2. დეპარტამენტის მიზნებია:

ა) საერთო სასამართლოების საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება;

ბ) საერთო სასამართლოთა საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა გეგმური განაწილება, განკარგვა და მათი ხარჯვის კონტროლის განხორციელება;

გ) საერთო სასამართლოების სათანადო შენობა-ნაგებობებით უზრუნველყოფა;

დ) საერთო სასამართლოების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა;

ე) მოსამართლეთა და საერთო სასამართლოების აპარატის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფ