თავისი საქმიანობისა და მიზნების განხორციელების მიზნით დეპარტამენტი:
ა) შეიმუშავებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტს და განსახილველად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგენს ანგარიშს საერთო სასამართლოების საბიუჯეტო პრინციპების, საერთო სასამართლოების ბიუჯეტის ხარჯვისა და სასამართლოთა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
გ) განკარგავს ფინანსებს საერთო სასამართლოების საქმიანობის უზრუნველსაყოფად;
დ) საერთო სასამართლოების დაფინანსების ფარგლებში გეგმავს და ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებს მთარგმნელობითი და სათარჯიმნო მომსახურებით, ახორციელებს მონიტორინგს აღნიშნული მომსახურების ხარისხის შემოწმების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დადგენილი წესით;
ე) ადგენს კვარტალურ და წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს;
ვ) (ამოღებულია);
ზ) (ამოღებულია);
ზ1) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობას, ადაპტირებული სერვისებისა და პროგრამების შეთავაზებას;
თ) მოსამართლეთა და სასამართლოს აპარატის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ორგანიზებას უკეთებს სასწავლო კურსებისა და სემინარების ჩატარებას სპეციალიზებული და თანამედროვე საინფორმაციო სისტემების გამოყენების სფეროში;
თ1) უზრუნველყოფს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფინანსურ მხარეს, ამ მიზნით განკარგავს შესაბამის ფინანსებს და ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) სასამართლოთა საჭიროების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს იურიდიული ლიტერატურის, სტატისტიკური კრებულებისა და ბიულეტენების, ასევე სხვა მასალების გამოცემას;
კ) განიხილავს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე საერთო სასამართლოების წერილობით ან/და საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღებულ მოთხოვნებს და ოპერატიულად აცნობებს მათ არგუმენტირებულ ინფორმაციას მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე;
ლ) უზრუნველყოფს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ და ფინანსურ მხარეს;
მ) ახორციელებს საერთო სასამართლოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა ღონისძიებების ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფა