მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო:

ა) ახორციელებს დეპარტამენტისა და საერთო სასამართლოების შენობა-ნაგებობების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ტექნიკური გადაიარაღებისა და სამშენებლო პროცესების ორგანიზებას და მიმდინარეობის კონტროლს, შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციების მომზადებას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტისა და საერთო სასამართლოების შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მომსახურებას;

გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტისა და საერთო სასამართლოების ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართულ მდგომარეობასა და საწვავის მიწოდებას, დადგენილი წესის შესაბამისა