1. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო თავის საქმიანობას ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საერთო სასამართლოებისა და დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება საერთო მეთოდოლოგიური პრინციპების დაცვით;
ბ) საერთო სასამართლოებისა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვა და დროულად გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა, ინვენტარიზაციის შედეგებისა და აღრიცხვაში ასახვის დროული განსაზღვრა, ბუღალტრული ანგარიშების შედგენა, ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთა ნუსხების, მათი გაანგარიშებისა და სხვა საბუთების შენახვ