ინფორმატიზაციისა და კავშირგაბმულობის სამმართველო:
ა) საერთო სასამართლოებისა და დეპარტამენტის ერთიანი კომპიუტერული ქსელის ტექნიკური ექსპლუატაციის მიზნით ახორციელებს მრავალწერტილიანი კომპიუტერული (ლოკალური) ქსელისა და კომპიუტერული პარკის ტექნიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის გადაწყვეტილებების აღსრულებას, მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულ დეპარტამენტს აწვდის შესაბამის ინფორმაციას საერთო სასამართლოებსა და დეპარტამენტში არსებულ ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაში შემავალი მატერიალური და არამატერიალური პროდუქტის შესახებ;
ბ) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებში სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების, აგრეთვე საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი საქმისწარმოების სამუშაოების ავტომატიზებული სისტემების კომპიუტერული პროგრამების ფუნქციონირების ფინანსურ – მატერიალურ მხარდაჭერას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის გადაწყვეტილებების საფუძველზე;
გ) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებისა და დეპარტამენტის შენობა-ნაგებობების გარე პერიმეტრის უსაფრთხოების მიზნით ვიდეო-აუდიო სამეთვალყურეო სისტემების შეძენასა და მონტაჟთან დაკავშირებული შესყიდვის პროცედურების წარმართვას;
დ) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებში სასამართლო სხდომათა დარბაზების აუდიო გახმოვანებასთან დაკავშირებით შესაბამისი პროდუქციის შეძენასა და მონტაჟთან დაკავშირებული შესყიდვის პროცედურების წარმართვას;
ე) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებისა და დეპარტამენტის საოფისე ტექნიკის საექსპლუატაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული პროცესების წარმართვას, მათ შორის საბეჭდი ტექნიკისათვის სახარჯი მასალის შეძენას;
ვ) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებისა და დეპარტამენტის შენობა-ნაგებობებში განთავსებული ანალოგური სატელეფონო და რადიოკავშირების საექსპლუატაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული პროცესების წარმართვას;
ზ) საერთო სასამართლოებისა და დეპარტამენტის საჭიროებების გათვალისწინებით უზრუნველყოფს შესაბამისი იურიდიული ხასიათის დოკუმენტაციის, პოლიგრაფიული, ბეჭდვითი ღონისძიებების წარმართვა