1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს საერთო სასამართლოებში ელექტრონული საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის წესსა და პირობებს.

2. ელექტრონული საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის განხორციელებისას გამოიყენება წინამდებარე წესი, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ და მოქმედი კანონმდებლობა.

3. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვას და მათ შესრულებაზე კონტროლს, აგრეთვე ორგანიზაციულ-მეთოდურ ხელმძღვანელობას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შესაბამისი სასამართლოს მენეჯერი, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის უფროსი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სასამართლოს კანცელარია.

4. საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის მართვასა და აღნიშნული სისტემით სარგებლობის საფასურის განსაზღვრას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტ