1. ელექტრონული წესით შემოსულ ყოველ განცხადებას/სარჩელს დიფერენცირების მიზნით ენიჭება უნიკალური შტრიხკოდი.
2. სასამართლოში მატერიალური სახით (არაელექტრონული წესით) შემოტანილი დოკუმენტი (საქმე), საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში მისი შეტანის მიზნით, სასამართლოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შესაძლებელია გადაყვანილ იქნეს ელექტრონულ ფორმატში (დასკანირდეს).
3. ელექტრონული წესით შემოსული განცხადება/სარჩელი რეგისტრაციის გავლის შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით ნაწილდება მოსამართლეზე.
4. სასამართლოს კანცელარია/მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი ელექტრონული წესით შემოსულ განცხადებას/სარჩელს მოსამართლეს აწვდის ელექტრონული სახით, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ამობეჭდილი სახი