1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს ამ წესის დანართით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება საკუთარ (შესაბამის) ელექტრონულ რესურსზე.

2. ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ და დანართში მოცემულ ინფორმაციასთან ერთად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.

3. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან სხვა რაიმე შეზღუდვების დადგენა, გარდა  კანონით გათვალისწინებული შემთხევევებისა.

4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისაგა