1. ელექტრონული საქმისწარმოების წესში ნებისმიერი ცვლილების განხორციელებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მხარეთა ინფორმირება არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
2. განხორციელებული ცვლილება, რომელიც შესულია ელექტრონული საქმისწარმოების წესში, მისი შეტანიდან 24 საათში უნდა განთავსდეს შესაბამის ვებგვერდზე, ასევე საჯაროდ გამოქვეყნდეს სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
3. წინააღმდეგობის წარმოშობის შემთხვევაში ნებისმიერი უზუსტობა უნდა გადაწყდეს მხარის (მოსარჩელის, მოპასუხის, მესამე პირის) სასარგებლოდ.
დანართი 17
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილება №1/225
2013 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და
პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი და პროაქტიულად გამოქვეყნების წესი თანდართული სახით.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
ლევან მურუსიძე
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი
დამტკიცებულია
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
2013 წლის 27 დეკემბრის №1/225 გადაწყვეტილებით
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით
მოთხოვნის სტანდარტი და პროაქტიულად გამოქვეყნების წე