ა) სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო (შემდგომში − ზედამხედველობის ორგანო) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური;

ბ) ზედამხედველობის ინსპექტორი – საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების, აგრეთვე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების გამოვლენისა და დარღვევებზე რეაგირების განხორციელების, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების გამოცდის ან/და ობიექტის სამშენებლო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტების განხილვის უფლებამოსილების მქონე ზედამხედველობის ორგანოს მოსამსახურე;

გ) ზედამხედველობის ობიექტი (შემდგომში − ობიექტი) – ამ მუხლის „ე“ − „ს“ ქვეპუნქტებითა და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის სხვა ობიექტები, აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები, სადაც სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების შემოწმების მიზნით ხორციელდება ზედამხედველობა;

დ) ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობა (შემდგომში − მიწერილობა) – ზედამხედველობის ობიექტის მიერ შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სახანძრო უსაფრთხოების ან/და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნებს, ასევე დარღვევების აღმოფხვრისათვის საჭირო სხვა ღონისძიებებს, რომლის სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია;

ე) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების კუთვნილი შენობა-ნაგებობები − საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, მათდამი ანგარიშვალდებული/მათთან არსებული დამოუკიდებელი ორგანოების, სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, მუნიციპალიტეტების საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის ორგანოების 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით) სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების, მარეგულირებელი ორგანოების, დამოუკიდებელი ორგანოების, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოებისა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების, სახელმწიფო საქმიანობის მაკონტროლებელი ორგანოების საკუთრებაში/ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობები, თუ ამ შენობაში/შენობის ნაწილში განთავსებულნი არიან თავად ეს ორგანოები ან მათი სტრუქტურული ქვედანაყოფი/ერთეული;

ვ) სანახაობრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები – მუზეუმები, გალერეები, გამოფენები, თეატრები, კინოთეატრები, ცირკი, საკონცერტო დარბაზები და სხვა სანახაობრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები, რომელთაც გააჩნიათ დახურულ სივრცეში დამსწრეთათვის დასაჯდომი ადგილები;

ზ) მრავალფუნქციური შენობა – ორი ან მეტი ფუნქციის მქონე შენობა, სადაც რომელიმე ძირითადი ფუნქცია არ აღემატება შენობის საერთო სასარგებლო ფართობის (შემომზღუდავი კონსტრუქციების ფარგლებში) 75%-ს (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისა);

თ) მრავალფუნქციური კომპლექსი − არქიტექტურულ-გეგმარებითი ხერხებით ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების ორი ან მეტი შენობა (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისა);

ი) საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები – 300 კვადრატული და მეტი ჯამური ფართობის მქონე ყველა ტიპის საკლუბო (მათ შორის, ღამის კლუბი), გასართობ-დასასვენებელი ცენტრები და კომპლექსები, ბოულინგის ცენტრები, დისკოთეკები, ატრაქციონების დარბაზები, სამორინეები (კაზინოები), ტოტალიზატორები, პოკერ, სლოტ კლუბები და სათამაშო ბიზნესის სხვა ობიექტები;

კ)  სავაჭრო ცენტრი − არქიტექტურულ-გეგმარებითი ხერხებით გაერთიანებული შენობა ან ტერიტორია, სადაც განთავსებულია ორი ან მეტი სავაჭრო სივრცე, რომლებშიც მოწყობილია საცალო ვაჭრობის მაღაზიები, სწრაფი კვების ადგილები, გასართობი დაწესებულებები, გასართობი მოწყობილობების ზონები, ოფისები ან/და სხვა მსგავსი გამოყენებები და ამ სივრცეების მთავარი შესასვლელი გადის ერთ ან ერთზე მეტ ფეხით სავალ საერთო გზაზე;

ლ) სავაჭრო კომპლექსი − ნაგებობათა ერთობლიობა, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი არქიტექტურულ-გეგმარებითი ხერხებით, მათი მთავარი შესასვლელები გადის ერთ ან ერთზე მეტ ფეხით სავალ საერთო გზაზე და  სადაც განთავსებულია საცალო ვაჭრობის მაღაზიები, სწრაფი კვების ადგილები, გასართობი დაწესებულებები, გასართობი მოწყობილობების ადგილები, ოფისები ან/და სხვა მსგავსი გამოყენებები;

მ)  ჰიპერმარკეტი − 1500 მ2-ისა და მეტი ფართობის სავაჭრო დარბაზის მქონე საცალო ან საბითუმო სავაჭრო დაწესებულება (შენობა-ნაგებობა), რომელშიც უპირატესად თვითმომსახურების ფორმით ხორციელდება უნივერსალური ასორტიმენტის სასურსათო ან/და არასასურსათო პროდუქციის გაყიდვა;

ნ) რესტორანი − კვების ობიექტი (შენობა-ნაგებობა), რომელიც მომხმარებელს სთავაზობს კერძების (კვებითი პროდუქტების), სასმელების ფართო ასორტიმენტს და შენობა-ნაგებობის ჯამური ფართობი აღემატება 500 მ2-ს;

ო) საგანმანათლებლო დაწესებულება − ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სპეციალური პროფესიული/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები/ კოლეჯები, ხელოვნებისა და მუსიკალური სკოლები, ბიბლიოთეკები;

პ) სამედიცინო დაწესებულება − დაწესებულება (შენობა-ნაგებობა), სადაც უზრუნველყოფილია სადღეღამისო ან/და არა სადღეღამისო მოვლა/მკურნალობა ისეთი პაციენტებისთვის, რომელთაც ესაჭიროებათ ამბულატორიული (თუ საერთო ფართი აღემატება 300 მ2-ს), სტაციონარული, ფსიქიატრიული მკურნალობა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, აგრეთვე სტომატოლოგიური კლინიკა (თუ მისი საერთო ფართი აღემატება 300 მ2-ს), სარეაბილიტაციო ცენტრები და სხვა სპეციალური სამედიცინო დაწესებულებები;

ჟ) სპორტული დანიშნულების შენობა-ნაგებობა − სამაყურებლო ტრიბუნების მქონე დახურული ან ღია სპორტული ობიექტი, რომელიც ტრანსფორმაციის პირობებში ან ტრანსფორმაციის გარეშე იძლევა სპორტის სხვადასხვა სახეობაში სპორტული ღონისძიებების, საკონცერტო-სანახაობრივი ან/და მასობრივი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას, მათ შორის, სტადიონი (ღია ტრიბუნებით 10 000 და მეტ ადამიანზე, ხოლო გადახურული ტრიბუნებით − 2 000 და მეტ ადამიანზე);

რ) 28 მეტრზე მაღალი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა − 28 მეტრზე მაღალი საოფისე ფუნქციის შენობა;

ს) საოჯახო სასტუმრო − სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნებისთვის, გასაქირავებლად განკუთვნილი ან გამოყენებული არანაკლებ 3 და არაუმეტეს 15 ერთმანეთისგან იზოლირებული, საცხოვრებლად და საძინებლად მოწყობილი სამყოფისაგან შემდგარი შენობა/შენობები, სადაც შესაძლებელია, უზრუნველყოფილი იყოს კვება.

2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

თავი II

ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილება და
ობიექტის უფლება-მოვალეობე