ა) შემოწმებები;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გარდა, ზედამხედველობის ორგანიზების მიზნით, აგრეთვე ხორციელდება ამ წესის IV თავით განსაზღვრული ნორმატიულ-ტექნიკური მუშაობა.
3. მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების შემოწმება და სათანადო რეაგირების ღონისძიებების განხორციელება უზრუნველყოფილ იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი წესი