სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები ვალდებული არიან:
ა) შეასრულონ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნები;
ბ) შეიმუშაონ და მიიღონ სახანძრო უსაფრთხოების ზომები;
გ) შეასრულონ ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიწერილობა და სხვა კანონიერი მოთხოვნა;
დ) ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინონ მას ინფორმაცია/შესაბამისი დოკუმენტაცია შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის, ამ ობიექტების მიერ წარმოებული პროდუქციის ხანძარსაშიშროების, აგრეთვე მათ ტერიტორიაზე წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის, მათ შორის, ხანძრის, და მისი შედეგების შესახებ;
ე) უზრუნველყონ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთა შესვლა ობიექტის ტერიტორიაზე და შენობა-ნაგებობაში, აგრეთვე მათ შეუქმნან ზედამხედველობის განსახორციელებლად შესაბამისი სამუშაო პირობები და ხელი არ შეუშალონ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში;
ვ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შეატყობინონ ხანძარსაწინააღმდეგო გზებსა და გასასვლელებში ცვლილებების შესახებ;
ზ) შეასრულონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნებ