1. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა ეკისრება:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში − ფიზიკურ პირს;

ბ) მეწარმე სუბიექტის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში − მეწარმე სუბიექტს ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;

გ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − შესაბამის დაწესებულებას.

2. (ამოღებულია - 06.09.2022, №1715).

3. საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.

თავი VIII

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახუ