2. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელებისას გამოიყენება საგანგებო სიტუაციის პრევენციის, მასზე რეაგირებისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების განმსაზღვრელი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, აგრეთვე ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტები (მათ შორის, ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების, ასევე საქართველოში მოქმედი სტანდარტები, სამშენებლო ნორმები და წესები, სახანძრო უსაფრთხოების წესების კრებული, სტანდარტები), რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ არის დაშვებულ