2. ზედამხედველობის ინსპექტორი, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია:
ა) სახანძრო უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დაცვაზე კონტროლისა და დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, განახორციელოს ობიექტების შემოწმება, მათ შორის, ობიექტის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების, აგრეთვე შეტყობინების სისტემების, მათ შორის, ლოკალური სისტემების გამოცდა და შემოწმების შედეგების შესაბამისად გასცეს მიწერილობა;
ბ) ობიექტის შემოწმების შედეგად, თუ გამოვლინდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების არაერთგზის შეუსრულებლობა, ასევე დარღვევა, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის აშკარა და უპირობო საშიშროებას ან/და რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ობიექტის, შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ფუნქციონირების ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს;
გ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის მშენებლობის ნებართვის, განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე) და მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების პროცესში;
დ) განახორციელოს ობიექტების სამშენებლო დოკუმენტაციის შემოწმება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების მარეგულირებელ ნორმებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურებისათვის;
ე) საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს ობიექტის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების, აგრეთვე შეტყობინების სისტემების, მათ შორის, ლოკალური სისტემების გამოცდა სათანადო აქტის გაფორმებით;
ვ) დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ობიექტებისაგან მოითხოვოს და მიიღოს შემოწმების ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოავლინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;
თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
3. შემოწმების ჩატარებამდე ზედამხედველობის ინსპექტორი ვალდებულია გაეცნოს წინა შემოწმების მასალებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. შემოწმების პროცესში ფოტო/ვიდეო ტექნიკის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანები