ა) საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დაცვაზე კონტროლისა და დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, განახორციელოს სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მიერ საგანგებო მართვისა და რისკის მართვის გეგმების შესრულების, მუნიციპალიტეტებისა და პოტენციურად საშიში ობიექტების უსაფრთხოების პასპორტისა და დეკლარაციის  შემოწმება;

ბ) შევიდეს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტითა და ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ − „ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ობიექტების ტერიტორიაზე და შენობა-ნაგებობებში, ჩაატაროს მათი შემოწმება, განახორციელოს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და შეტყობინების სისტემების, მათ შორის, ლოკალური სისტემების გამოცდა, რაც გულისხმობს ამ სისტემების სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზედამხედველობის სხვა ღონისძიებები, ასევე შემოწმების პროცესში აწარმოოს ფოტო/ვიდეო გადაღება;

გ) მასზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შემოწმების პროცესში გამოიყენოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ვიდეოგადამღები ტექნიკა, რის თაობაზეც წინასწარ უნდა ეცნობოს ობიექტის ხელმძღვანელს ან/და შემოწმების პროცესში მონაწილე ობიექტის უფლებამოსილ პირს;

დ) დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ობიექტებისაგან მოითხოვოს და მიიღოს ზედამხედველობის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

ე) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, ასევე საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გასცეს სათანადო მიწერილობა გამოვლენილი დარღვევის აღმოფხვრის ან ამ მოთხოვნების შესრულების თაობაზე, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში − შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, კომპეტენციის ფარგლებში,  განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი;

ვ) ეროვნული სისტემის სუბიექტებს წარუდგინოს წინადადებები და რეკომენდაციები სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, ასევე საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების თაობაზე;

ზ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის მშენებლობის ნებართვის, განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე) და მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პროცესში; საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდა და გააფორმოს სათანადო აქტი;

თ) მიმართოს სასამართლოს ობიექტის შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ფუნქციონირების ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ, თუ გამოვლინდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების არაერთგზის შეუსრულებლობა, ასევე დარღვევა, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის აშკარა და უპირობო საშიშროებას ან/და რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

2. ზედამხედველობის ორგანო, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს შემოწმებების ორგანიზებას;

ბ) უზრუნველყოფს ობიექტების სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას;

გ) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისათვის შეიმუშავებს და წარუდგენს მათ სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამის რეკომენდაციებს;

დ) ახორციელებს ზედამხედველობის ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მონაცემების) შეგროვებასა და ანალიზს;

ე) მონაწილეობს ზედამხედველობის სფეროში სამართლებრივი და მეთოდური დოკუმენტების შემუშავებაში;

ვ) მონაწილეობს სივრცითი მოწყობისა და სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სტანდარტების შემუშავებაში, რომლებიც შეიცავენ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებ