2. შემოწმების სახეებია:
ა) დეტალური;
ბ) მიზნობრივი;
გ) საკონტროლო;
დ) კომპლექსური.
3. სახანძრო უსაფრთხოების მარეგულირებელ ნორმებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობა დადგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ − „გ“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული შემოწმებების გზით.
4. საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების მარეგულირებელ ნორმებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემოწმების გზით.
5. ობიექტის დეტალური და საკონტროლო შემოწმებები ხორციელდება ობიექტების შემოწმების წლიური გეგმის შესაბამისა