2. ზედამხედველობის ორგანო ცალკე ამტკიცებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უწყებების იმ ობიექტების შემოწმების წლიურ ნუსხასა და გეგმას, რომლებიც მიეკუთვნებიან საიდუმლო ობიექტს. აღნიშნული ობიექტების შემოწმების წლიურ ნუსხასა და გეგმას ენიჭება შესაბამისი საიდუმლო გრიფი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უწყებების იმ ობიექტებზე შემოწმების ჩატარება, რომლებიც მიეკუთვნებიან საიდუმლო ობიექტს, ხორციელდება შესაბამისი დონის საიდუმლოებასთან დაშვების მქონე ზედამხედველობის ინსპექტორის მიერ, შესაბამისი უწყების თანხმობისა და წარმომადგენლის თანდასწრებით. აღნიშნული საიდუმლო ობიექტების შემოწმების შედეგების გასაჯაროება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამავე ობიექტით მოსარგებლე უწყებამ თავად მიიღო გასაჯაროების გადაწყვეტილებ