2. ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია, ობიექტის შემოწმება ჩაატაროს აგრეთვე ობიექტის მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, შემოწმების შესახებ ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანება არ გამოიცემა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებაში აღინიშნება:
ა) ზედამხედველობის ორგანოს დასახელება;
ბ) შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე ზედამხედველობის ინსპექტორის (ინსპექტორების) გვარი, სახელი, თანამდებობა;
გ) ობიექტის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი (ასეთის არსებობის და საჭიროების შემთხვევაში), მისი ადგილმდებარეობა;
დ) შემოწმების სახე;
ე) შემოწმების ჩატარების ვადა;
ვ) შემოწმების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები.
4. შემოწმების ჩატარების ხანგრძლივობა ერთ ობიექტზე არ უნდა აღემატებოდეს 20 სამუშაო დღეს, ხოლო დიდი მოცულობის სამუშაოების შემთხვევაში შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით არაუმეტეს 20 სამუშაო დღით, რომლის თაობაზეც ეცნობება ობიექტს.
5. შემოწმების დაწყებისას ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანება შემოწმების თაობაზე წარედგინება ობიექტს.
6. ზედამხედველობის ორგანოები არ ახორციელებენ იმ ობიექტების ტექნიკურ შემოწმებებს, რომელთაც შეუჩერდათ/შეუწყდათ ფუნქციონირება.
7. შემოწმების ჩატარების შესახებ ბრძანება აღირიცხება ზედამხედველობის ორგანოს შემოწმებების აღრიცხვის ჟურნალში, ამ წესის დანართი №5-ის შესაბამისად.
8. წლიური გეგმით განსაზღვრული შემოწმებები შესაძლებელია გადავადდეს ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თუ გეგმით განსაზღვრულ ვადაში დაგეგმილი შემოწმებების ჩატარება ვერ ხერხდება ზედამხედველობის ორგანოსგან დამოუკიდებელი ისეთი მიზეზების გამო, რაც აფერხებს ან შეუძლებელს ხდის შემოწმების ჩატარებას.
9. ფიზიკური ან იურიდიული პირების მოთხოვნით, რომლებსაც შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის მიზნით ან პირადი ინტერესებისთვის ესაჭიროებათ დოკუმენტი მათ მფლობელობაში არსებულ ობიექტში სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ, ტარდება ობიექტის შემოწმება და შემოწმების დასრულებიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა გაიცემა ობიექტის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ აქტი, ამ წესის დანართი №3-ის შესაბამისად. ობიექტის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ აქტი აღირიცხება შესაბამის ჟურნალში, რომლის ფორმა განსაზღვრულია ამ წესის დანართი №6-ით. აღნიშნული შემოწმების შედეგად აგრეთვე შესაძლებელია ობიექტისათვის მიწერილობის შედგენა.
10. ობიექტების დეტალური შემოწმებები ტარდება ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, გარდა მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ინსპექტორი ვალდებულია აღნიშნული ბრძანება ან მისი ასლი, სამსახურებრივ პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად, წარუდგინოს ობიექტის უფლებამოსილ პირს. შემოწმება შეიძლება ჩაატარონ მხოლოდ ბრძანებით უფლებამოსილმა ზედამხედველობის ინსპექტორებმა.
11. ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია, საზედამხედველო საქმიანობის ადმინისტრირება განახორციელოს შესაბამისი ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.
12. ამ წესით გათვალისწინებული ჟურნალები იწარმოება მატერიალური ფორმით, აგრეთვე შეიძლება იწარმოოს ელექტრონული ფორმით.
13. ზედამხედველობის ორგანოში მატერიალური/ელექტრონული სახით ნაწარმოები ჟურნალები და დოკუმენტები ინახება არანაკლებ 10 წლის ვადით.
14. ზედამხედველობის ორგანოს მიერ ჩატარებული შემოწმებების შესახებ დგება მონაცემთა სტატისტიკური ანალიზ