1. ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, ყოველი წლის 31 დეკემბრამდე მტკიცდება იმ ობიექტების ნუსხა და შემოწმების გეგმა, რომელთაც მომდევნო წელს უნდა ჩაუტარდეთ შემოწმება.
2. შესამოწმებელი ობიექტების წლიური ნუსხისა და გეგმის ცვლილება შესაძლებელია:
ა) ახალი ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების/ფუნქციონირების დაწყების გამო;
ბ) არსებული ობიექტების გაუქმების ან მათი ფუნქციონალური დანიშნულების შეცვლის გამო;
გ) ზედამხედველობის განხორციელების მიზნებისათვის გასათვალისწინებელი სხვა გარემოებების გამო.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების ნუსხისა და გეგმის დამტკიცება, ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შეიძლება,გადავადდეს არაუმეტეს 4 თვის ვადით, თუ ზედამხედველობის ორგანოსგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეუძლებელია შესამოწმებელი ობიექტების წლიური ნუსხისა და გეგმის დადგენილ ვადაში შემუშავება.
ნორმატიულ-ტექნიკური მუშაობა