2. მრავალფუნქციური შენობის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ შენობა ფაქტობრივად მოიცავს ორი ან მეტი ფუნქციის მქონე სივრცეს, თუმცა თითოეული მათგანი ცალკეული ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაშია, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება თითოეული სივრცის მფლობელს.
3. მრავალფუნქციური კომპლექსის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსი მოიცავს არქიტექტურულ-გეგმარებითი ხერხებით ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების ორ ან მეტ შენობას/სივრცეს (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისა), ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება თითოეული შენობის/სივრცის მფლობელს.
4. 28 მეტრზე მაღალი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ შენობა ფაქტობრივად მოიცავს ორი ან მეტი ფუნქციის მქონე სივრცეს, თუმცა თითოეული მათგანი ცალკეული ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაშია, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება თითოეული სივრცის მფლობელს.
5. სავაჭრო ცენტრის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ შენობა ფაქტობრივად მოიცავს ორ ან მეტ სავაჭრო სივრცეს, თუმცა ამ სავაჭრო სივრცეებისათვის გამოყოფილი ტერიტორია (ქონება) არ არის მოქცეული ერთიანი მმართველობის ქვეშ და არის ცალკეული ფიზიკური ან იურიდიული პირების საკუთრებაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება თითოეული სავაჭრო სივრცის მფლობელს.
6. სავაჭრო კომპლექსის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია ფაქტობრივად მოიცავს ორ ან მეტ სავაჭრო შენობას, თუმცა ამ სავაჭრო სივრცეებისათვის გამოყოფილი ტერიტორია (ქონება) არ არის მოქცეული ერთიანი მმართველობის ქვეშ და არის ცალკეული ფიზიკური ან იურიდიული პირების საკუთრებაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება შესაბამისი სავაჭრო სივრცის მფლობელებ